სამართალი
სასამართლოს საათი - ის, რაც გაინტერესებს და გინდა იცოდე (ვიდეო)
FaceBook
ყოველდღიურად ასობით ადამიანი სამართალს ეძებს. თუმცა, ბევრია მათი რიცხვიც, რომლებიც ეძებენ პასუხებს სასამართლო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებულ კითხვებზე. 

სწორედ მოქალაქეთა საინტერესო საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობისა და სასამართლო სისტემის უკეთ გაცნობის მიზნით, "ქუთაისიპოსტი" იწყებს ახალ რუბრიკას - სასამართლოს საათი.

რუბრიკის საშუალებით თქვენ იპოვით პასუხებს საჭირო კითხვებზე. 

როგორია ადმინისტრაციული საქმეების განხილვის ვადები სასამართლოში, რა შემთხვევაში შეიძლება იდავოს მოქალაქემ პერსონალური ინფორმაციის დარღვევისას და როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი ადვოკატის მომსახურების ფინანსები არ გაქვთ? - ეს არის კითხვები, რომლებზედაც წარმოდგენილ ვიდეო მასალაში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის იურისტი, ზაალ გორგიძე პასუხობს:



ვიდეო მომზადდა “ქუთაისიპოსტის” მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

ვიდეოს შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქუთაისიპოსტი” და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

The video was prepared by the Kutaisipost.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI).
The views expressed in this video are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.


Print