ვიდეო
#0331 ფილტრაციული ბანაკის ტყვეები ქუთაისში
FaceBook
"ქუთაისისპოსტი" ახალ რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული ოკუპაციის კვალდაკვალ".

რუბრიკის მიზანია ფართო აუდიტორიას აჩვენოს და გაახსენოს ოკუპაციის კვალი, აღადგინოს ფრაგმენტებად შემორჩენილი მოვლენები და ფაქტები, რომლებიც განადგურდა საბჭოთა რუსეთის მიერ 70 წლის განმავლობაში. მათზე დაყრდნობით რუბრიკაში ვისაუბრებთ რუსეთის მიერ საქართველოს (და არა მარტო) წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე.

რუსული საბჭოთა ტერორის თემას ეხება ქუთაისიპოსტი ვიდეო„ #0331 ფილტრაციული ბანაკის ტყვეები ქუთაისში“

ქუთაისში ბევრი შენობაა შემორჩენილი, რომლებიც ამ ტყვეებმა ააგეს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქუთაისში ბევრი ტყვე ჩამოიყვანეს, რომელთაც სხვადასხვა მშენებლობებზე ამუშავებდნენ, მაგრამ ტყვეთა შორის მარტო გერმანელები არ იყვნენ, 40 - მდე ეროვნების ადამიანი იყო.

ისინი ქუთაისის შინსახკომის საკონტროლო ფილტრაციული ბანაკი #0331-ის პატიმრები იყვნენ.

ყველაზე მეტი პატიმარი პოლონელი იყო.

როგორც პოლონელი მკვლევარი დარიუშ როგუტი წერს, მის წიგნში "პოლონელი ტყვეების ბედი შსსპ ქუთაისის ბანაკში (1945-1947წლები)", პოლონელი პატიმრები ქუთაისში ვილნიუსიდან ჩამოიყვანეს, ისინი ფაშისტების წინააღმდეგობის არმიაში იბრძოდნენ. საბჭოთა ჯარების ლიეტუვაში შესვლის შემდეგ პოლონელები რატომღაც დააპატიმრეს და ქუთაისში გამოამგზავრეს.

ქუთაისიპოსტის ვიდეო ამ პატიმრებზე ყვება. რომელთა უმეტესობას არაფერი დაუშავებია, მაგრამ რუსული საბჭოთა რეჟიმი მათ მაინც სჯიდა, რადგან დასჯა მისი სისტემის ერთადერთი იარაღი იყო.


Print