ვიდეო
ქართული კინოს „დედაქალაქი“ კინოთეატრისა და ტრადიციების გარეშე (ვიდეო)
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქუთაისში 25 წლის განმავლობაში სტაბილურად არ ფუნქციონირებდა კინოთეატრი, შესაბამისად არ არსებობდა დიდ ეკრანზე ფილმის ნახვის შესაძლებლობა, ამიტომ გასული საუკინის 90-იან წლებში დაბადებულ თაობაში ვერ დამკვიდრდა კინოთეატრში ფილმის ნახვის ტრადიცია.
ამ ხნის მანძილზე რამოდენიმეჯერ იყო მცდელობა კინოს დაბრუნების, თუმცა კინოთეატრში ფილმის ნახვის ტრადიციების არარსებობის გამო ფილმებს მაყურებელი არ ყავდა, შესაბამისად გახსნიდან მოკლე დროში კინოსეანსები ჩერდებოდა და კინოთეატრი ფუნქციონირებას წყვეტდა. მაშინ როდესაც, ქართული კინო სწორედ ქუთაისში დაიბადა.
ქართული კინოს "დედაქალაქი" კინოთეატრისა და ფილმის დიდ ეკრანზე ნახვის ტრადიციების გარეშე – ნახეთ ვიდეოსიუჟეტში:


ეკა კუხალაშვილი
Print