ახალი ამბები
25 იანვრიდან პარკირება ქუთაისში ფასიანი ხდება - რა მდგომარეობაა ერთი დღით ადრე (ვიდეო)
ქუთაისში, 25 იანვრიდან პარკირება, როგორც ქუთაისიპოტს განუცხადეს, ოფიციალურად ფასიანი ხდება.
რა მდგომარეობაა ერთი დღით ადრე პარკირების ადგილებზე და რა იციან მძღოლებმა? ნახეთ ვიდეო:

ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილების ღირებულება გასულ წელს განსაზღვრა. ასევე, გასულ წელსვე, აუქციონების ჩავარდის შემდეგ პარკირებაზე პასუხისმგებლობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს "პარკინგსერვისს" გადასცა.

ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების საფასური ასე გადანაწილდა:

1 საათი - 0.50 ლარი, 3 საათი - 1 ლარი, ყოველი შემდეგი საათი - 0.50 ლარი, ერთი დღე - 2 ლარი, 7 დღე - 5 ლარი, ერთი თვე - 10 ლარი, 182 დღე - 25 ლარი, ერთი წელი - 40 ლარი.

რაც შეეხება, პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასურს - კერძო ტაქსებისთვის, 10 დღე -10 ლარი გახლავთ, 20 დღე - 20 ლარი, სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის 1 დღე - 3 ლარი, 30 დღე – 30 ლარი, 1 წელი - 250 ლარი.

ამ დრომდე ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს "პარკინგსერვისის" მიერ განსაზღვრული იყო პარკირების 274 ადგილი. აქედან, 147 საერთო სარგებლობის გახლდათ, ხოლო 77 სპეცადგილი.
Print