ვიდეო
"შენც შეგიძლია შეცვალო" - ჟანა დევიძე (ვიდეო)
FaceBook
"შენც შეგიძლია შეცვალო" - ქუთაისიპოსტის  რუბრიკის რესპონდენტები ახალგაზრდები არიან.

ახალი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ, იმ ცვლილებებზე, რომელთა გარეშეც არ ხდება განვითარება. ახალგაზრდები ყვებიან საკუთარ ისტორიებსა და გამოცდილებას იმაზე, თუ რა შეცვალეს ან რისი შეცვლა სურთ სამყაროში. ისინი საუბრობენ იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიურობა და რწმენა იმისა, რომ შენც შეგიძლია შეცვალო.

რუბრიკის სტუმარია აბიტურიენტი ჟანა დევიძე. მან სკოლა ახლახანს დაამთავრა და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადება. ჟანას აქვს ბევრი მიზანი და არ უშინდება გამოწვევებს. 

„თუ არ ვისწრაფვით რომ შევცვალთ ჩვენი ცხოვრება, ე.ი. არ ვაპირებთ რომ განვვითარდეთ“, - ამბობს ჟანა.

ნახეთ ვიდეო და გაეცანით ჟანას დამოკიდებულებას ცვლილებების მიმართ. 


Print