ახალი ამბები
"საკვებზე ფასი არ უნდა გაზრდილიყო" - რუბრიკაში "ჩემი გზა სახლამდე" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ რუბრიკას "ჩემი გზა სახლამდე",
რომელიც  გულისხმობს ქალაქიდან სოფლების მიმართულებით მიმავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოსმენილი რეალური ისტორიების გადმოცემას, რომლებიც სავსეა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით.

რუბრიკის ფარგლებში მზადდება დოკუმენტური ფილმის მსგავსი ვიდეო მასალები, რომლის გმირებიც არიან ტრანსპორტში მყოფი მგზავრები. ჩვენ გაჩვენებთ როგორია მათი ცხოვრება, რა აწუხებთ და რის მოგვარებას ითხოვენ.

ვიდეომასალები მზადდება თვეში ერთხელ და ჯამში მოიცავს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს.

რუბრიკის ფარგლებში ჩვენ ვიმგზავრეთ  წყალყუბო-ყუმისთავის მიმართულები. მგზავრების მთავარი სასაუბრო თემა საყოფაცხოვრებო პრობლემები და უკრაინაში მიმდინარე ომი გახლდათ.   

ნახეთ ვიდეო:

Print