ვიდეო
ქართველი კოლეგები პროფესიონალები არიან - ამერიკელი პედაგოგი ქუთაისში (ვიდეო)
ქუთაისის მე-15 საჯარო საჯარო სკოლაში 4 თვეა ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი ინგლისურ ენას ასწავლის.

სუზან ფალენშიკოვსკა ჩიკაგოდანაა.

როგორც თავად ამბობს, პროგრამის შესახებ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად", მეგობრისგან შეიტყო და საქართველოში ჩამოსვლის სურვილიც გაუჩნდა.

პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. მიმდინარე წელს მასში 29 ამერიკელი მასწავლებელი ჩაერთო. მოხალისე პედაგოგები საქართველოში მომდევნო წლის ბოლომდე დარჩებიან.
Print