ვიდეო
ამდენი რამეა გაკეთებული და არ აუმაღლდათ განწყობა?! - ქუთაისის მერია საახალწლო მორთულობაზე ((ვიდეო)
"ერთი ნათურაც რომ დაანთო, ისიც უმატებს ადამიანს განწყობას"

"ქუთაისიპოსტის" მიერ ქუთაისში საახალწლო მორთულობის თემაზე გამართულ დისკუსიაზე, ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საახალწლო განწყობა თითოეულ ანთებულ ნათურას მოაქვს.

„განწყობა ხომ მოუმატე, ერთი ნათურაც რომ დაანთო, ისიც უმატებს ადამიანს განწყობას, ამდენი რამეა გაკეთებული და არ აუმაღლდათ განწყობა?!, ხო აუმაღლეთ,“ - განმარტა დისკუსიაზე ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის საექსპლუატაციო ობიექტების განყოფილების უფროსმა ზურაბ სარალიძემ.

ქუთაისის საახალწლო მორთულობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 ათასი ლარია გამოყოფილი.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საახალწლო მორთულობის თემაზე გამართული დისკუსიის სრული ვერსია იხილეთ ხვალ kutaisipost.ge–ზე.

Print