ვიდეო
ქუთაისელი განმანათლებელი - ისიდორე კვიცარიძე (ვიდეო)
ისიდორე კვიცარიძემ სამეწარმეო საქმიანობით საგულისხმო წვლილი შეიტანა იმდროინდელი სახოგადოების განვითარებაში.

ისიდორე კვიცარიძე გასული საუკუნის დასაწყისში ქუთაისში სამეურნეო ამხანაგობა "კოლხიდასა" და პრესის კანტორა "იმერეთის" დამფუძნებელი გახლდათ. მან მისი სამეწარმეო საქმიანობით საგულისხმო წვლილი შეიტანა იმდროინდელი სახოგადოების განვითარებაში. მკვლევარები მის საქმიანობას საგანმანათლებლო მნიშვნელობას აძლევენ და მიუთითეებენ, რომ პრესის კანტორა "იმერეთის" საქმიანობამ, რომელმაც მოიცვა თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო,ქართული საზოგადოების პოლიტიკური შეგნების ამაღლებას და დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყო ხელი.

(ვიდეოში გამოყენებულია ლიტერატურული მუზეუმის, სხელმწიფო არქივისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მასალები)

Print