ვიდეო
"უნდა იყოს სიწყნარე ქვეყანაში" - რუბრიკაში "ჩემი გზა სახლამდე" (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ  რუბრიკას "ჩემი გზა სახლამდე",
რუბრიკა გულისხმობს ქალაქიდან სოფლების მიმართულებით მიმავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოსმენილი რეალური ისტორიების გადმოცემას, რომლებიც სავსეა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით.

რუბრიკის ფარგლებში მზადდება დოკუმენტური ფილმის მსგავსი ვიდეო მასალები, რომლის გმირებიც არიან ტრანსპორტში მყოფი მგზავრები. ჩვენ გაჩვენებთ როგორია მათი ცხოვრება, რა აწუხებთ და რის მოგვარებას ითხოვენ.

ვიდეომასალები მზადდება თვეში ერთხელ და ჯამში მოიცავს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს.

რუბრიკის ფარგლებში ჩვენ ვიმგზავრეთ ბაღდათი-დიმის მიმართულებიც.  მგზავრების ძირითადი სასაუბრო თემა პოლიტიკა აღმოჩნდა, რომელიც, როგორც ისინი ამბობენ, განსაზღვრავს ქვეყანაში სტაბილურობას და სოციალურ-ეკონოკიკურ სტაბილურობას. ნახეთ ვიდეო:

Print