ვიდეო
გეგუთის სასახლე - რესტავრაცია თუ კონსერვაცია?! (ვიდეო)
სპეციალისტები შეიმუშავებენ დასკვნას, რომლის საფუძველზეც გადაწყდება გეგუთის სასახლის ნანგრევების კონსერვაცია უფრო მართებული იქნება თუ მისი რესტავრაცია.

გეგუთის სასახლე საქართველოში შუა საუკუნეების ერთ- ერთ მნიშვნელოვან ნაგებობად მიიჩნევა. თუმცა იგი ისტორიულ წყაროებში გაცილებით ადრე მე- 8 საუკუნიდან ჩნდება,კლასიკური სახით სასახლე გიორგი მესამეს დროს ჩამოყალიბდა,.მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა თამარის მეფობის ეპოქაში.
გეგუთის სასახლე ორი წელია სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში მოექცა. სასახლის ტერიტორიაზე ჩატარდა გარკვეული სამუშაოები, მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევები. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გეგუთის სასახლის კვლევის პროცესში მათ ჩართეს ფერარას უნივერსიტეტის სპეციალისტები. ისინი შეიმუშავებენ დასკვნას, რომლის საფუძველზეც გადაწყდება გეგუთის სასახლის ნანგრევების კონსერვაცია უფრო მართებული იქნება თუ მისი რესტავრაცია.
Print