ვიდეო
მწერალი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა - დისკუსია ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში პროექტის, "სამოქალაქო ერთობის ძიებაში, დისკუსიების ციკლი თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ" ფარგლებში, პირველი დისკუსია გაიმართა. 

მწერალი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა - ამ თემაზე მომხსენებლებმა: მწერალმა დათო ტურაშვილიმა და მწერალმა, მუსიკოსმა  ერეკლე დეისაძემ ისაუბრეს. 

დისკუსიას მოდერაციას მთარგმნელი  ნინო ბექიშვილი უწევდა. 

დისკუსიის მონაწილე მწერლებმა ილაპარაკეს საზოგადოებისთვის აქტუალურ იმ თემებსა და მოვლენებზე, სადაც ჩართვა და მონაწილეობა მათთვის მნიშვნელოვანია.

პროექტის მიზანია უკანასკნელი 30 წლის გააზრება კულტურისა და სამოქალაქო უფლებების ჭრილში, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების და რადიკალიზმის შემცირება, ისეთი საკითხების წამოწევა, რომელებზეც ნაკლებად საუბრობს ქართული საზოგადოება, ან პირიქით, დროდადრო მწვავდება საუბარი.

მწერალთა სახლი, აღნიშნულ პროექტს,  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით თბილისსა და ქუთაისში ახორციელებს.



პროექტის ფარგლებში ქუთაისში კიდევ ორი დისკუსია გაიმართება.
Print