ვიდეო
ქუთაისელები პენსიის 20 ლარით მომატებაზე - გამოკითხვა (ვიდეო)
"ქუთაისიპოსტის" მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 30 ადამიანიდან, ყველა ამბობს,  რომ პენსიის 50 ლარიან ზრდას ელოდნენ.
"50 ლარით მომატებას ამბობდნენ და ახლა 20 ლარზე ჩამოვიდნენ? 20 ლარი რა არის, თვითონ რომ 10 000 ღებულობენ, 20 ლარი რა არის".


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2016 წლის ივლისიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნება, რომელიც განკუთვნილი იქნება პენსიების და პედაგოგების საბაზო ხელფასის ზრდისთვის.
Print