ვიდეო
ქუთაისელები ნიკა მელიას დაკავებაზე (ვიდეო)
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა 23 თებერვალს გამთენიისას დააკავა.
პარტიის ლიდერის დაკავებას  მისი მხარდამჭერების დაკავება მოჰყვა.


როგორ აფასებენ ქუთაისში მელიას დაკავებას "ქუთაისიპოსტმა" შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქუჩის გამოკითხვა  ჩაატარა.

"არაფერს აშავებდა, რატომ უნდა დაეკავებინათ, თვითონ მაგაზე მეტს აშავებენ და კი არიან სავარძლებზე", - ნახეთ ვიდეო გამოკითხვა:




"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სპეციალური დანიშნულების რაზმმა, დღეს გამთენიისას საკუთარ პარტიის ოფისში დააკავეს.

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებისას სამართალდამცავემა ოფისში წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ნიკა მელიას დაკავებას ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

17 თებერვალს, 20 ივნისის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა 6 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ მიიღო.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, პატიმრობით შეცვლასთან, მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგეს დაკავებული პოსტიდან. გახარიას თქმით, მან ამ საკითხზე მის გუნდთან საერთო პოზიციის შეთანხმება ვერ მოახერხა.

Print