ვიდეო
საჩხერეში 216 ღატაკი ოჯახი სოციალური შემწეობის გარეშე დარჩა
საჩხერეში, სოფელ კოლბოურში მცხოვრებ ნანული ტალახაძეს უკვე ხუთი თვეა საარსებო სოციალური შემწეობა აღარ აქვს.
ტალახაძეების სამსულიანი ოჯახისთვის საარსებო შემწეობა ერთადერთი შემოსავალი იყო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტში სოციალურ შემწეობას 1117 ოჯახი იღებს, წლის დასაწყისში კი ამ დახმარებით 216-ით მეტი, 1 333 ოჯახი სარგებლობდა.

Print