ვიდეო
ხელოვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით (ვიდეო)
საკვებით, თუ მცენარეული ნარჩენებით, ხარაგაულელი ინგა ლურსმანაშვილი სხვადასხვა ნივთებს ქმნის.

პროფესიით იურისტი ინგა ლურსმანაშვილი ზემოთხსენებული ბუნებრივი მასალებიდან ხალიჩებს, საყვავილეებს, ჭაღებსა და სხვა სამომხმარებლო ნივთებს ამზადებს.
ინგა ლურსმანაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ნივთების შესაქმნელად მარცვლეულის დამუშავების საკუთარი მეთოდები აქვს, თუმცა თითოეული ნივთის დამზადება საკმაოდ შრომატევადია.
მაგალითად ერთ ხალიჩის დამზადებას ის 4 თვეს ანდომებს.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების, მარცვლეულისა, თუ სხვა მცენარეებით დამზადებული ხალიჩა არ ფუჭდება.
ინგა ლურსმანაშვილის პირადი კოლექციიდან ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ყველაზე ძველი ხალიჩა ათი წლისაა.
ინგა ლურსმანაშვილს მის მიერ დამზადებული ნივთები არასოდეს გაუყიდია, მაშინაც კი, როცა ერთ - ერთ ხალიჩაში მას 10 000 დოლარს უხდიდნენ.
ლურსმანაშვილის მიერ შექმნილი ნივთები რამდენიმე წლის წინ, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში იყო გამოფენილი.

Print