ვიდეო
იცნობდე გმირებს - ლამარა ბერიანიძე (ვიდეო)
FaceBook
64 წლის ლამარა ბერიანიძე მარკშეიდერია.
ამ პროფესიის სპეციალისტი საქართველოში არც ისე ბევრია, ნამდვილი პროფესიონალი - კიდევ უფრო ცოტა. 

ლამარა ბერიანიძე სწორედ ამ იშვიათ პროფესიონალთა სიაშია. თუმცა ორი წელია აღარ მუშაობს ტყიბულის შახტში. იგი საპენსიო ასაკის მიზეზით გაათავისუფლეს. 

არადა, ყველა შახტს ჭირდება ერთი-ორი კარგი მარკშეიდერი. შახტისა და იქ მომუშავე ადამიანების ბედი დიდწილად მარკშეიდერის პროფესიონალზმსა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

მარკშეიდერი უშუალო მონაწილეობას იღებს შახტის დღის, თვის, წლის გეგმების შედგენაში. მის კომპეტენციაშია მიწისქვეშა გვირაბებისთვის მიმართულების მიცემა, კოორდინატების დაგეგმვა დ ა ა.შ. დ ა ა.შ. ამ ნახაზით მუშაობს მთელი შახტი.

ყველა ეს საქმე ხორციელდება მაქსიმალური სიზუსტით. ერთ გრადუსში შეცდომაც დაუშვებელია...

სწორედ, ლამარა ბერიაძეა  ქუთაისიპოსტის რუბრიკის  "იცნობდეთ გმირებს" სტუმარი. რუბრიკის მიზანია ტყიბულის შატხსა და ჭიათურის მაღაროში დასაქმებული ადამიანების ახლო ხედით გაცნობა. 

ჩვენი რუბრიკის ფარგლებში ისინი ისაუბრებენ მათი პროფესიის სპეციფიკასა და სირთულეზე, იმ საფრთხეებზე რომელსაც ყოველდღიურად ხვდებიან.



Print