ვიდეო
"ვერაფერს ყიდულობ ბაზარში" - რუბრიკაში ''მოქალაქის ხმა'' (ვიდეო)
FaceBook
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის მცხოვრებლები სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ.
ადგილობრივების თქმით, მთავარი პრობლემა გაძვირებული პროდეუქტებია.

ადგილობრივი  მკვიდრის თამაზ ომიაძის თქმით, გაძვირებულ პროდუქტებს სოფელში არსებული  უმუშევრობაც ემატება,  ნახეთ ვიდეო:





ქუთაისიპოსტი იმერეთის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით "მოქალაქის ხმა".

ვიდეობლოგებში ნაჩვენები იქნება სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე, სოფელში არსებული პრობლემების მიმართ.

ვიდეობლოგები მომზადდება თვეში სამჯერ თითოეული მინიციპალიტეტიდან, რუბრიკის "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ" ფარგლებში.

რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

რუბრიკის ფარგლებში, ყოველი თვის ბოლოს კი იმერეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მოეწყობა მრგვალი მაგიდა/საჯარო შეხვედრა. შეხვედრაში სახელწოდებით "უპასუხე ხალხს" მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს იქნება მოსახლეობისა და ხელისუფლების შეხევდრა პირისპირ.

მრგვალი მაგიდა იქნება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კონკრეტული კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაისახონ პრობლემების მოგვარების გზები.
Print