ვიდეო
რას ფიქრობენ ქუთაისში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმაზე (ვიდეო)
FaceBook
საჯარო დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური პირი 50 ლარით, იურიდიული კი 500 ლარით დაჯარიმდება. რას ფიქრობენ ქუთაისში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებაზე, ნახეთ ვიდეოგამოკითხვა.  




კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული წესის დარღვევისთვის დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირი. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირი, რომელიც მის ორგანიზაციაში მყოფი პირების მიერ პირბადის ტარების წესის დაცვას ვერ უზრუნველყოფს, 500 ლარით დაჯარიმდება.

"ჩვენი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია და რომლის განხილვაც დაიწყება მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით",– განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 801 ადამიანია დაინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 644, გარდაიცვალა 13.
Print