ვიდეო
"მილები ერთი წელია ჩაყრილია, მაგრამ წყალი არ არის" - ''მოქალაქის ხმა'' (ვიდეო)
FaceBook
საჩხერის სოფელ არგვეთაში ადგილობრივებს  წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ.
სოფლის მკვიდრები ამბობენ, რომ  მილები ერთი წელია გაყვანილია, თუმცა პრობლემა მაინც არ მოგვარდა. ამის გამო, ადგილობრივებს სასმელი წყლის მოტანა შორი გზიდან უწევთ.

ვიდეო მომზადებულია რუკრიკაში "მოქალაქის ხმა" ფარგლებში. რუბრიკის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე, სოფელში არსებული პრობლემების მიმართ. ვიდეობლოგები მზადდება თვეში სამჯერ,  რუბრიკის "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ" ფარგლებში.
რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

რუბრიკის ფარგლებში, ყოველი თვის ბოლოს  იმერეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში ეწყობა მრგვალი მაგიდა/საჯარო შეხვედრა. შეხვედრაში სახელწოდებით "უპასუხე ხალხს" მონაწილეობას იღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს არის მოსახლეობისა და ხელისუფლების შეხევდრა პირისპირ.

მრგვალი მაგიდა არის შესაძლებლობა, მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კონკრეტული კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დასახონ პრობლემების მოგვარების გზები.



Print