ახალი ამბები
როგორ მუშაობს ტრანსპორტი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა ორთვიანი პაუზის შემდეგ, 29 მაისს აღდგა.

ქალაქში უცვლელი გრაფიკით გადაადგილდებიან როგორც ავტობუსები, ასევე, მიკროავტობუსები. თუმცა, მოქმედებს შეზღუდვები. ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილება აკრძალულია. ასევე, აკრძალულია ფეხზე დგომა.

ახალი რეგულაციების კონტროლს თავად მძღოლები ახორციელებენ.

შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში" ამბობენ, რომ ტრანსპორტი უცვლელი გრაფიკით და სვლაგეზით იმოძრავებს.



კორონავირუსის პანდემიის გამო, ქუთაისში, ისვე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 28 მარტიდან აიკრძალა.

საქალაქთაშორისო მოძრაობა ქვეყანაში 8 ივნისიდან აღდგება.
Print