ვიდეო
ჩავარდნილი ტურისტული სეზონი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
აქტიური ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა, პანდემიის პირობებში შეჩერებული ავია და სახმელეთო მიმოსვლის გამო, ქუთაისში ტურისტები არ არიან.

ქალაქში მხოლოდ ისინი დარჩნენ, ვინც საზღვრების ჩაკეტვის გამო ქვეყნის დატოვება ვერ მოახერხა. ქალაქში დაკეტილია კაფეები, რესტორნები. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ჩავარდნილ სეზონზე საუბრობენ და ამბობენ, რომ წელს შემოსავალს თითქმის არ ელოდებიან.
საქართველოში ტურისტული სეზონი, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ფრენებზე, პირველი ივლისიდან ამოქმედდება, თუმცა, შეზღუდვა დაწესდება ტურისტებისთვის. ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს, თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი. რაც შეეხება შიდა ტურიზმს, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, შიდა ტურების განხორციელება 15 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.

კორონავირუსის გამო, საქართველოში საერთაშორისო ავია და სახმელეთო მიმოსვლა 18 მარტიდან აიკრძალა. 22 მაისამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა.








Print
თეგები: #ტურიზმი