ქუთაისში მთავარი მაგისტრალი ნიკეას ქუჩა გახდება
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩა ქალაქის მთავარი მაგისტრალი გახდება, რომლის გახსნა დაახლოებით ერთ თვეში იგეგმება.
აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ განაცხადა. მისი თქმით, ნიკეას ქუჩა მთავარი მაგისტრალური ზონა იქნება, რის გამოც ქუჩის გამწვანება და გალამაზება უნდა მოხდეს.
ნიკეას ქუჩაზე მთავარ მაგისტრალის გახსნა სამტერდია-ზესტაფონის მონაკვეთზე მიმდინარე ავტობანის მოწყობით სამუშაოებზე არის დამოკიდებული.
მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ამ ნიკეას ქუჩა ქალაქში მთავარი შემოსასვლელი ამ დრომდეც უნდა გამხდარიყო. "თუმცა, ეს პროცესი სამტრედია-ზესტაფონის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებმა გაახანგრძლივა", – განმარტავენ მერიის არქიტექტურის სამსახურში.

თეკლე მორგოშია
Print