ახალი ამბები
ქუთაისელების შეფასებები პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვაზე (ვიდეო)
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვაზე მუშაობს.

რამდენად მისაღებია მთავრობის ეს გადაწყვეტილება და რას ფიქრობენ ამაზე ადგილობრივები - ამის შესახებ ქუთაისიპოსტმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა:




ქუთაისში, პარლამენტის შენობა, რომლის მშენებლობაც ბიუჯეტს 240 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, ერთი წელია  მიტოვებულია. 2019 წლის იანვრიდან შენობა დაიცალა და საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში გააგრძელა.


პარლამენტის შენობის გასხვისების პარალელურად, ქუთაისპოსტისთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში ქუთაისის მერიის გადასვლა იგეგმება.
Print