ვიდეო
მარიამ ყაუხჩიშვილი - ქუთაისელი პედაგოგი ევროპული განათლებით (ვიდეო)
FaceBook

მარიამ ყაუხჩიშვილმა, რომელმაც ქუთაისში ერთ-ერთი პირველი ქალთა გიმნაზია დაარსა, განსკუთრებული როლი შეასრულა გასული საუკუნის საგანმანათლებლო საქმიანობაში.


მოსწავლის აღზრდა-განათლების საქმეში მარიამის ლიბერალური მიდგომები,  მაშინდელ გიმნაზიებში დამკვიდრებული სასტიკი მოპყრობისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მარიამს მტკიცედ სჯეროდა, რომ ჰუმანური მეთოდები, რაც ასეთი უჩვეულო  იყო როგორც მეფის რუსეთის დროინდელი, ასევე,  საბჭოთა სკოლებისთვის, წარმატებული ახალგაზრდის აღზრდის ერთადერთი სწორი გზა იყო.
მისი გიმნაზიიდან  არც ერთი მოსწავლე არ გარიცხულა, მაშინ, როცა  მარიამი არასდროს ამბობდა უარს სკოლაში ცუდი ყოფაქცევის მოსწავლეების მიღებაზე.  მარიამის გიმნაზია გამორჩეული იყო იმითაც, რომ აქ სწავლა სხვა სკოლებთან შედარებით ძალიან იაფი იყო, რაც განსაკუთრებით დიდ შეღავათს უწევდა გლეხის შვილებს. 

გარდა ჰუმანური მიდგომებისა და დაბალი გადასახადისა, ყაუხჩიშვილების სკოლა მოსწავლეებს  სწავლების ევროპულ მოდელს სთავაზობდა. მარიამი, რომელსაც მოსწავლის აღზრდა-განათლების კურსი  ჟენევაში ჰქონდა გავლილი,  ცდილობდა სკოლაში ევროპული განათლების მქონე, მაღალი დონის  პროფესიონალი პედაგოგები მიეღო. 

შენობა, სადაც მარიამმა გიმნაზია გახსნა, ქუთაისის ცენტრში დღემდე დგას და ახლა იქ კერძო სკოლა ფუნქციონირებს, თუმცა, ყაუხჩიშვილების გიმნაზიას არსებობა არ შეუწყვეტია. მარიამისეული მეთოდებით იზრდებიან და ახალ ცხოვრებაში აბიჯებენ მისი სამართალმემკვიდრე, ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეები.


Print