ვიდეო
ძაღლზე მზრუნველი უცნობი ქუთაისიპოსტმა იპოვა (ვიდეო)
FaceBook
რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი დაიპყრო ვიდეომ, რომელიც ასახავს, როგორ ათბობს ბიჭი საკუთარი სვიტერით წვიმაში გათოშილ ძაღლს. ის 22 წლის ნიკა მელნიკოვი აღმოჩნდა.
ნიკა სენაკიდანაა. უკვე მესამე თვეა ოჯახთან ერთად ქუთაისში ცხოვრობს და ამჟამად სუპერმარკეტში მუშაობს.



პირველად მიუსაფარ ძაღლს 9 წლის ასაკში დაეხმარა. მან დაავადებული ძაღლი სენაკში ქუჩაში იპოვა, ვიდეო გადაუღო და მიუსაფარ ცხოველთა ჯგუფში ატვირთა. ჯგუფის წევრები მას მალე დაუკავშირდნენ და დასახმარებლად, თბილისიდან სენაკში ჩავიდნენ. ავადმყოფი ძაღლი ვეღარ იპოვეს, მაგრამ წამლებით სხვა მიუსაფარ ძაღლს დაეხმარნენ. ეს ნიკასთვის სტიმული გახდა, ოთხფეხა მეგობრებზე მომავალშიც ეზრუნა.

"ვფიქრობ, ძაღლებს უფრო შეუძლიათ მეგობრობა, ვიდრე ადამიანებს. ძაღლთან უფრო ახლოს ვარ. მოვუწოდებ ყველას, რომ არ მოეპყრან ძაღლებს ცუდად, იმიტომ რომ ისეთივე მგრძნობიარეები არიან, როგორც ჩვენ, ადამიანები".

სენაკში ნიკას ორი ძაღლი ჰყავს. ერთი ქუჩიდან შეიფარეს. ამბობს, რომ მისთვის ძაღლის ჯიშს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ერთნაირად უყვარს და სშუალება რომ ჰქონდეს, ყველა მაწანწალას შეიფარებდა.

ნიკა მელნიკოვის მიზანია ვეტერინარი გახდეს. ახლა ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ფიქრობს, რომ ამ ფორმით ცხოველებს გაცილებით მეტად დაეხმარება. 


ამავე თემაზე:

Print