ვიდეო
„ეს არის საზოგადოებრივი გულგრილობის შედეგი" - სტუდენტები მოზარდის დაღუპვაზე (ვიდეოგამოკითხვა)
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ფიქრობენ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე ერთ-ერთია იმ მოზარდებს შორის, რომელიც განათლებისა და საპოლიციო სისტემამ ერთდროულად იმსხვერპლა. მათი თქმით, მოზარდები საზოგადოებისგან თანადგომის ნაცვლად უარყოფას და გულგრილობას იღებენ, რაც გამოუსწორებელი შედეგებით მთავრდება.

როგორ აფასებენ სტუდენტები იმ გარემოს, სადაც მოზარდებს თავის დამკვიდრება უწევთ და  რის შეცვლას მიიჩნევენ საჭიროდ, ნახეთ ვიდეოგამოკითხვა.  


დღეს, ქუთაისში, "სისტემა კლავს" - სახელწოდებით 18:30 საათზე მესხიშვილის თეატრთან მორიგი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.


"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლის, ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ, ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და ქუჩებში წარწერები "ამ ცხოვრების დედაც" დატოვეს. ეს ის ფრაზაა, რომელიც 15 წლის მოზარდმა მის ყოფილი სკოლის კედელზე დაწერა.
მოზარდი მომხდარის გამო პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, სადაც ოჯახის წევრების თქმით, მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის გამოც იგი მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ექიმებმა მოზარდის გადარჩენა ვერ შეძლეს.



ამავე თემაზე:

"ამ ცხოვრების დედაც"-აქცია ქუთაისში

"ამ ცხოვრების დედაც"- პროტესტის გამქრალი კვალი ქუთაისში (ფოტო)


'' პოლიცია არ უნდა კლავდეს''- საპროტესტო აქცია ქუთაისში (ფოტო)

Print