ვიდეო
ქუთაისელების შეფასება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე - ვიდეოგამოკითხვა
FaceBook
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ პირველად გამოჩნდა ტელეეკრანზე.


ბიძინა ივანიშვილმა 28 ნოემბერს იმედის ეთერში,    საათნახევრის განმავლობაში ისაუბრა  საპროტესტო აქციებზე, თავის გუნდზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და  რაც მთავარია, ხაზი გაუსვა იმას, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზეც კი  2020 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნება"   ამომრჩევლების 50% -ზე მეტის მხარდაჭერას მიიღებს.

ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზეც ისაუბრა,  თუმცა, ამჯერად სამუშაო ადგილების შექმნის დაპირებაც აღარ გაუცია. ერთადერთი რაც მან ამ პრობლემის მოსაგვარებალად მოქალქეებს შესთავაზა,  იყო პროფესიული გადამზადება საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით.

ინტრვიუში მან ასევე განაცხადა, რომ არ ახსენდება 7 წლის განმავლობაში  მის მიერ  გაცემული მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც არ შეასრულა.

ინეტრვიუ ვრცლად ნახეთ აქ.


როგორ აფასებენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ქუთაისში, რა გაიგეს და რისი  მოსმენა უნდოდათ  - ამის შესახებ ქუთაისიპოსტმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით  ქუჩის ვიდეოგამოკითხვა ჩაატარა:





Print