ვიდეო
„დეკანოზი მამალაძე, შესაძლოა, მღვდელმსახურებიდან იქნას განყენებული“ - მეუფე იოანე (ვიდეო)
FaceBook

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი,  მეუფე იოანე ქუთაისიპოსტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ დეკანოზმა  გიორგი მამალაძემ,  თავად შეუშალა ხელი საპატრიარქოს მიერ შეწყალების შუამდგომლობას.

მისი თქმით, იმის გამო, რომ მამალაძემ არ მოინანია თავისი დანაშაული, შესაძლოა,  მღვდელმსახურებიდან იქნას განყენებული.

„ჯანმრთელობიდან გამომდინარე ვითხოვთ მის გამოშვებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ის არის უდანაშაულო.  ეკლესიას აქვს თავისი კანონდებლობა და ამ კანონით ის განისჯება, სავარაუდოდ,  განყენებულ იქნება მღვდელმსახურებიდან, შანტაჟის ენით რომ დაელაპარაკა ეკლესიას“,- განაცხადა მიტროპოლიტმა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავართან, მეუფე იოანესთან ვრცელი ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს საპატრიარქოში  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე,  გიორგი მამალაძის შეწყალებაზე, სასულიერო პირებში შესაძლო მამათმავლობასა და საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულებაზე, ნახეთ სამშაბათს, 12 ნოემბერს, 14 საათზე, საინფორმაციო საგენტო ქუთაისიპოსტზე (kutaisipost.ge)


Print