ვიდეო
ბაღის გამგეები გასაუბრების და ალტერნატიული სამსახურის მოლოდინში (ვიდეო)
ატესტაციის პროცესს გამოთიშული გამგეები კერძო საუბრებში განმარტვენ, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანებისგან შესაძლოა ალტერნატიული შემოთავაზება მიიღონ.

ქუთაისის ბაგა-ბაღების ფილიალების ხელმძღვანელები ატესტაციის მეორე ეტაპის - გასაუბრების მოლოდინში არიან.
ატესტაციის პირველი ეტაპი ტესტირება 35 ფილიალის ხელმძღვანელიდან 24-მა გაიარა, აქედან 9 პირმა ბარიერი ვერ გადალახა.
ქუთაისის ბაგა-ბაღების ფილიალის ხელმძღვანელებს ტესტირება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს ჩაუტარდათ.
ატესტაციის პროცესს გამოთიშული გამგეები მედიასთან კომეტარს არ აკეთებენ. კერძო საუბრებში კი განმარტვენ, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანებისგან შესაძლოა ალტერნატიული შემოთავაზება მიიღონ.



დეა მანაგაძე
Print