ვიდეო
გაიღიმე (ვიდეო)
FaceBook
ყოველწლიურად, ოქტომბრის პირველ პარასკევს ღიმილის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ღიმილის დღის აღნიშვნის იდეა მხატვარ ხარვი ბელს ეკუთვნის.

მე-20 სუკუნის შუა პერიოდში ის ამერიკაში ცხოვრობდა. მხატვრის ნამუშევრები, განსაკუთრებულობით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ერთხელ მას სადაზღვეო კომპანიის State Mutual Life Assurance Company of America წარმომადგენლები დუკავშირდნენ თხოვნით, შეექმნა მკვეთრი და ადვილად დასამახსოვრებელი სიმბოლო – კომპანიის სავიზიტო ბარათი. ხარვიმ შემკვეთს შესთავაზა ის, რასაც დღეს ინტერნეტის ყველა მომხმარებელი „სმაილს“ უწოდებს – მომღიმარე ყვითელი სახე.

ეს 1963 წელს მოხდა. მომხმარებელმა მიიღო ეს სიმბოლო, გადაუხადა ბელს 50 დოლარი, შექმნა ამ სმაილის ემბლემები და მთელ კომპანიაში დაარიგა. ამ სახის „სავიზიტო ბარათმა“ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიის კლიენტები ასეთი ინოვაციით აღფრთოვანებულნი იყვნენ – რამდენიმე თვეში უკვე 10 000 ათასი ემბლემა იყო გამოშვებული. ძალიან მალე, სმაილი გაჩნდა მაისურებზე, ბეისბოლის კეპებზე, კონვერტებზე, ღია ბარათებზე და ასანთის კოლოფებზე. საფოსტო ბიურომაც კი, გამოუშვა მარკები, სმაილის გამოსახულებით.

ღიმილი, საერთაშორისოა! ხარლი ბელს ეს ეამაყებოდა. „საზოგადოების და ხელოვნების ისტორიში, არ არსებობდა არც ერთი ნამუშევარი, რომელიც ასე ფართოდ გავრცელდა და ამდენ სიხარულს, ბედნიერებას და სიამოვნებას ხალხს ანიჭებდა. არ არსებოდა, ის რაც იყო ასეთივე მარტივი და გასაგები ყველასათვის!“ – განაცხადა მან თავის ერთ ერთ ინტერვიუში.

მსოფლიო ღიმილის დღე პირველად 1999 წელს აღინიშნა. მხატვარი თვლიდა, რომ ეს დღე უნდა მიეძღვნას მხიარულ განწყობას. ღიმილის დღის დევიზებია : გააკეთე სიკეთე! გააცინე გარშემომყოფები!

ღიმილის საერთაშორისო დღეს იღიმიან ქუთაისშიც, ნახეთ ვიდეო:





Print