ვიდეო
ნობელიანტი ქალი, რომელიც ქუთაისში ცხოვრობდა (ვიდეო)
FaceBook

„მორიგი ომი ისეთი საშინელება იქნება, როგორიც არ ყოფილა არც ერთი მანამდელი ომი“, - ეს წინასწარმეტყველება მშვიდობის ნობელის პრემიის პირველ ქალ ლაურეატს ბერტა ფონ ზუტნერს ეკუთვნის.

ბერტა ამ პროგნოზს 1912 წელს აკეთებდა.

მისი წინასწარმეტყველება ორ წელიწადში ახდა.

თუმცა მანამდე იყო საქართველოში, მათ შორი ქუთაისში, ცხოვრების პერიოდი და პირველი ნაბიჯები სამწერლო გზაზე, შემდეგ  ბრძოლა მშვიდობისთვის და მემკვიდრეობა, რომელიც ბერტამ მომავალ თაობებს დაუტოვა.

ბერტა ფონ ზუტნერის ქუთაისში ცხოვრების პერიოდზე თითქმის არაფერია ცნობილი.

საქართველოში ცხოვრების ხანას მიუხედავად გაჭირვებისა, ბერტა მის მოგონებებში კეთილად იხსენებს. მეუღლესთან ერთად საქართველოში ცხოვრების ხანას იგი „თანხმობისა და შეხმატკბილების ედემში“ ცხოვრებას უწოდებს.




ბერტა ფონ ზუტნერი აქტიურად იყო ჩართული სამშვიდობო მოძრაობაში. 1891 წელს თითქმის მარტომ დააფუძნა „ავსტრიის სამშვიდობო საზოგადოება“, რომლის წევრი ალფერდ ნობელიც გახდა.

ამავე წელს სიტყვით გამოვიდა რიგით მესამე მსოფლიო სამშვიდობო კონგრესზე რომში, სადაც ის საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს.

ბერტა ფონ ზუტნერი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1905 წლის 10 დეკემბერს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია, რომლის დაარსებაში ნობელი თავად დაარწმუნა.

სადღეისოდ არსებობს და აქტიურად მუშაობს ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის სამეცნიერო ფონდი.

მისი სახელი ქვია სკოლებსა და მოედნებს. ბერტა ფონ ზუტნერის პორტრეტი გამოსახულია ავსტრიულ ორევროიანზე.
Print