ვიდეო
მოხუცებზე მზრუნველი 80 წლის მოხალისე (ვიდეო)
FaceBook

30 წელია მოხალისედ მუშაობს. ამჟამად ქუთაისში მარტოხელა ხანდაზმულებს ეხმარება. თავად 80 წლის არის. ამბობს, რომ ყველაზე მეტად კეთილი საქმის კეთება უყვარს და სხვანაირად არ შეუძლია.


ქუთაისელი  მალვინა კაკაბაძე 1990-იანი წლებიდან “წითელი ჯვრის” მოხალისეა. თავიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სხვადასხვა ნივთს აგროვებდა და მათ ეხმარებოდა.

დღესდღეობით მისი საზრუნავი ხანდაზმულები არიან, რასაც სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს. ბენეფიციარებს ყოველდღიურად სტუმრობს და მათ საჭირო მედიკამენტებით, საკვებით და სხვა ნივთებით ამარაგებს.

“სულ ასე ვიყავი. მიყვარს სხვების დახმარება. ამით ვცოცხლობ. უფალს მადლობას ვეუბნები, რომ ნიჭი მომცა ვაკეთო კეთილი საქმეები" - ამბობს მალვინა კაკაბაძე.

80 წლის მოხალისეს 12 ბენეფიციარი ჰყავს. დღეში სამ-ოთხ მათგან სტუმრობს. გადაადგილებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ზოგჯერ შვილს მანქანით დაჰყავს.

Მალვინა კაკაბაძე ამბობს, რომ უანგარო სამსახურისთვის თავის დანებებას არ აპირებს და საქმიანობას მანამდე გააგრძელებს,ვიდრე ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.

Print