ახალი ამბები
რა ხდება ტაბიძის ქუჩაზე, სადაც გზის სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე გზის სარეკონსტრქუციო სამუშაოები ერთი  თვეა განახლდა, თუმცა, "ინტენსიური მუშაობის" ნაცვლად, როგორც ამას მერიაში აცხადებენ, ადილზე მისვლისას მხოლოდ ორი მუშა დაგვხვდა. 

რა ხდება ტაბიძის ქუჩაზე დღეს და როგორ მიმდინარებს გზის საფარის დაგების სამუშაოები, ნახეთ ვიდეოში:



ადგილზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს თავიდან ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეო სერვისი“ 1 007 306 ლარად ახორციელებდა. თუმცა მიმდინარე წლის ივნისში, მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და 126 000 ლარით დააჯარიმა. მერიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ მიზეზი "ჯეო სერვისის" მიერ მისი კონტრაქტორისთვის თანხის გადაუხდელობა იყო. სამუშაოებზე დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად ობიექტი მიატოვეს. 

ამის შემდეგ სამუშაოებზე ახალი ტენდერი გამოცხადდა. ამჯერად ქუჩაზე გზის საფარის მოწყობას შპს „პლადა“ 809 204 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

ტაბიძის ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.
Print