ვიდეო
რა სირთულეებს უქმნის გადათხრილი ქუჩები ქუთაისში მძღოლებს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში გზის საფარის რეაბილიტაციის გამო მძღოლებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილება უჭირთ.
ორ თვეზე მეტია 15-მდე ქუჩა გზის საფარის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გადათხრილია.



გზის საფარის ნაწილს საგზაო დეპარტამენტი, ხოლო ნაწილს რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მერიაში განმარტავენ, ერთდროულად ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება უბრალოდ დამთხვევაა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილის თქმით, ქუჩების უმეტესი ნაწილის რეკონსტრუქცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
Print