ვიდეო
ქუთაისის ყოფილი აეროპორტი განადგურებული ინფრასტრუქტურით (ვიდეო)
FaceBook

თითქმის სამი ათეული წელია ქუთაისში,  ავტოქარხნის დასახლებაში არსებული აეროპორტი უფუნქციოდაა დარჩენილი.

ობიექტი 1991 წელს დაიხურა.

გასულ საუკუნეში 40 000 კვ.მ ფართობზე  მოწყობილი ინფრასტრუქტურა მოშლილი და ამორტიზებულია.

აეროპორტი, სადაც ყოველდღიურად 18 ავიარეისი სრულდებოდა, ასე გამოიყურება.



მხოლოდ იმიტომ, რომ  ასაფრენი ზოლი სტანდარტულ აეროპორტებთან შედარებით მოკლე იყო, აეროპორტს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარების შესაძლებლობა აღარ მიეცა.


აეროპორტი ახლა ასაფრენი ზოლითა და უდიდესი  ინფრასტრუქტურით ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მართვის უფლებით  აქვს გადაცემული.

სამინისტროში ობიექტის განკარგვა გეგმაში ჯერჯერობით არ აქვს.

Print