ვიდეო
ხელოსნობიდან ევროპულ ბაზრამდე (ვიდეო)
FaceBook

ბესიკ მატკავა ხის ხელოსანი იყო, ხეზე მუშაობა თავდაპირველად  მხოლოდ სიამოვნებას ანიჭებდა, შემდეგ კი ბიზნესად აქცია.


თანამოაზრეებთან ერთად 2004 წელს მეორადი ხის საწარმო „მადერა ჯორჯია“ დააფუძნა.  ორგანიზაცია თვეში საშუალოდ, 100 კუბურ მეტს ხის მასალას ამუშავებს და მეორადი მასალით ავეჯსა და სახლის სხვა და სხვა სახის დეკორს ამზადებს.

„მადერამ“  საწარმოს დაფუძნებისთანავე პირველი ნაწარმი ისრაელში გაიტანა.

„იყო მოწონებები. თუმცა, ამასთანავე იყო შენიშვნებიც, იქ გაყიდული პროდუქტი ჩვენთვის სტიმული გახდა, რომ კიდევ უფრო მეტი გვემუშავა ხარისხზე და სხვა ქვეყნებშიც გავსულიყავით“, - ამბობენ საწარმოში.



„მადრემამ“ 2016 წლიდან აქტიურად დაიწყო ბაზრის გაფართოება და პროდუქციის  გატანა ევროპის ქვეყნებში.

ვენა, ბერლინი,  პარიზი, ლონდონი, პრაღა -  ეს ის ქალაქებია, სადაც კომპანია თავიანთ დეკორებს აქტიურად აგზავნის.

კომპანიის დირექტორი, ბესიკ მატკავა ამბობს, რომ მათ ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასვლის მცდელობაც. თუმცა, მომავალმა კომპანიონებმა იმის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვეს, რომ ნაწარმი ნამდვილად მეორადი მასალით მზადდება. „სამწუხაროდ, ამ დოკუმენტის გამცემი ორგანიზაცია საქართველოში  ჯერ-ჯერობით არ გვაქვს, რის გამოც შევფერხდით“, - ამბობს ის.

„მადერაში“ ამ დროისთვის 30 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 500-600 ლარს შეადგენს.


Print