ვიდეო
25 წლის მეწარმე სამტრედიიდან (ვიდეო)
FaceBook

ფეხსაცმელების შეკერვისადმი ინტერესი ნაზი ჩაჩუას ბავშვობიდან ჰქონდა. ბავშვობის ოცნება 25 წლის ასაკში აიხდინა.


ამაში პროექტი “აწარმოე საქართველოში” დაეხმარა.


კონკურსის შესახებ გაიგო, ინფორმაცია მოიძია და სურვილი პროექტად აქცია. თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი, ეგონა რომ ვერ გაიმარჯვებდა, თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა და მისმა ოცნენებმა ფრთაშესხმის შანსი მიიღო.


“ვნერვიულობდი, 1%-თაც არ ველოდი გამარჯვებას. სხვა გზებსაც ვეძებდი, საზღვარგარეთ ვფიქრობდი ჩემი პროფესიით წასვლას. იმიტომ რომ, არ მეგონა საქართველოში თუ გამომივიდოდა რამე. მაგრამ გულით დავწერე რაც მინდოდა და რომ გავიმარჯვე, შემეშინდა კიდეც ამხელა პასუხისმგებლობის”, - ამბობს ნაზი ჩაჩუა.



ფეხსაცმელებს ბავშვობიდან ძერწავდა. სპეციალობაც ამ კუთხით მიიღო და რვაწლიანი გამოცდილების ქონის მიუხედავად ამბობს, რომ ახალ გამოცდილებას ყოველდღე იღებს და სწავლობს.


მისი საქმიანობის მთავარი მიზანია მომხმარებელი მისგან კმაყოფილი წავიდეს.  უახლოესი გეგმები კი ევროპის ბაზარზე გასვლას უკავშირდება.

Print