ვიდეო
ადრენალინი და სისწრაფე BMW - ს ქუთაისის კლუბის პრობლემური ექსტრიმი(ვიდეო)
დრიფტ შოუ ქუთაისში პირველად, BMW - ს გეორგიას ქუთაისის კლუბის წევრების ორგანიზებით გაიმართა. კლუბი 2012 წლიდან არსებობს და უკვე 14 წევრისგან შედგება. დრიფტი მათთვის ადრენალინთან, სისწრაფესთან და საკუთარი თავის გამოცდასთან იგივდება.
BMW - ს ქუთაისის კლუბის მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ქალაქში სავარჯიშო ადგილის არარსებობაა, რის გამოც კლუბის წევრებისთვის საქართველოში გამართულ დრიფტ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება სირთულეს წარმოადგენს.
ქუთაისელი დრიფტერები განმარტავენ, რომ ქალაქში შესაბამისი ადგილის არსებობა გართობის ამ სახეობის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და გარდა ამისა, ქალაქიში ადრენალინის და აზარტის დახარჯვის თანამედროვე გარემო იქნება.



დეა მანაგაძე
Print