ვიდეო
ქუთაისელი ახალგაზრდები "ვილისით" ბოლო ზარზე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ,,ვილისით'' მივიდნენ.
ახალგაზრდების თქმით, ბოლო ზარზე ამ ფორმით მისვლის იდეა, თამაშ ,,პაბჯიდან'' გაუჩნდათ, სადაც მოსწავლეები მანქანის ანალოგს ხედავენ.

,,ვილისი'' სპეციალურად ამ დღისთვის აეწყო.  დიდი წვალების შემდეგ ულამაზესი დღე გამოვიდა, იდეამ გაამართლა. ყველა გვესალმებოდა, უხაროდა ხალხს. მოდიოდნენ ახალგაზრდები, იღებდნენ ფოტოებს და ვიდეოებს. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა გვთხოვეს, რომ იქნებ მათ ბოლო ზარზეც მივსულიყავით და ჩვენი ,,ბებერი ვილისით'' გაგვესეირნებია," - ამბობს იდეის ავტორი ლუკა ხმელიძე.





ავტორი: თიკო ჩაკვეტაძე
Print