ვიდეო
ათი წლის მოჭადრაკე გოგონა ქუთაისიდან (ვიდეო)
FaceBook
ანასტასია ათი წლისაა და მომავალი პროფესია უკვე არჩეული აქვს.

გოგონა მოჭადრაკეა და სპორტის ამ სახეობას მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად თვლის.

,,ამბობენ, ცხოვრება ჭადრაკის დაფას ჰგავსო. როდესაც ჭადრაკს ვთამაშობ, სულ მაქვს განცდა რომ დაფა, რომელიც ჩემ წინ დევს, ჩემი ცხოვრების გზაა. ჭადრაკის ფიგურებიდან ყველაზე მეტად ცხენი მიყვარს, რადგან ის ერთადერთია, რომელსაც სუსტ ადგილზე დაჯდომა და მოწინააღმდეგის გზის დახშობა შეუძლია,''- ამბობს ანასტასია კირთაძე, რომელიც ყოველ დღე 4-5 საათს ვარჯიშობს, რადგან და მისი სამომავლო მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა.

ანასტასია სხვადასხვა საჭადრაკო კონკურსის პრიზიორია. ამჟამად  8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ემზადება. 







ავტორები: ლილე ბერაძე  , თიკო ჩაკვეტაძე
Print
თეგები: #ჭადრაკი