ვიდეო
წვიმისგან აყრილი იატაკი და გაშავებული ჭერი ტყიბულის მერიაში (ვიდეო)
FaceBook
ტყიბულის მერიის შენობაში რამდენიმე თვეა წყალი ჩამოდის.
წვიმისა და თოვლის ნაწრეტი წყლისგან შენობის მესამე სართულზე დაზიანებული და აყრილია ხის იატაკი, ჭერი და კედლები კი დერეფანსა და ერთ-ერთ ოთახში გაშავებული.
შენობაში წყალი ერთდროულად რამდენიმე ადგილას ჩამოდის.



ტყიბულის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება არამდგრადი ამინდების გამო ვერ შეძლეს.

"რამდენიმე თვეა დაზიანებულია. გასული წლიდან დაიწყო წვეთა, მაგრამ ამინდები არ არის და ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა სახურავის შეცვლა. ახლა უკვე მიმდინარეობს პროექტირება და მალე ტენდერიც გამოცხადდება",-აცხადებენ მერიაში.

მთელი ზამთრის განმავლობაში წყალმა ისე დააზიანა შენობის მესამე სართული, რომ მერიას სახურავის შეკეთებასთან ერთად, იატაკის შეცვლაც მოუწევს.



Print