ვიდეო
საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქუთაისში, რომლითაც ვერავინ სარგებლობს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოს არსებობის მიუხედავად, მერვე წელია მათი ფუნქციონირება მოუგვარებელი პრობლემაა.




საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრომლემის მოსაგვარებლად, ქუთაისის მერია მათ იჯარის ფორმით გასცემს.

ცენტრალურ ბულვარში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახიშვილისა და ავტომშენებლის ქუჩებზე მდებარე საპირფარეშოები, მერიამ ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით აუქციონზე უკვე გაიტანა.

მერიის ეკონომიკის სამსახურში განმარტავენ, რომ ოთხივე საპირფარეშო ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა ამოქმედდეს. მერიაში ირწმუნებიან, რომ  საპირფარეშოების გასხვისება პრობლემას მოაგვარებს.

"სავალდებულოა, ქალთა და მამაკაცთა განყოფილება გამოყოფილი იყოს. რაც შეეხება სერვისის თანხა, ის შეთანხებული უნდა იყოს მერიასთან", - განმარტავენ მერიის ეკონომიკის სამსახურში.

ადგილობრივ თვითმმართველობაში წლების განმავლობაში თავს იმით იმართლებდნენ, რომ შენობები, რომლებიც 2012 წელს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა, სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და საპირფარეშოები ქალაქს მხოლოდ 2015 წელს გადაეცა. ამის მიუხედავად, მერიამ ოთხი წლის განმავლობაში პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.
Print