ვიდეო
პასუხობენ თუ არა დეპუტატები მოქალაქეების ზარებს - "ზარი მაჟორიტართან" (ვიდეო)
მორიგი ზარი ქალაქმუზეუმის სამაჟორიტარო ოლქის დეპუტატთან, თეიმურაზ ნადირაძესთან განხორციელდა.

რამდენად პასუხობენ ქუთაისში უბნის მაჟორიტარი დეპუტატები ამომრჩევლების მოულოდნელ ზარებს და რას პასუხობენ მოქალაქეებს სატელეფონო საუბრისას. ნახეთ "ქუთაისიპოსტის" ახალ რუბრიკაში "ზარი მაჟორიტართან".
რუბრიკის ფარგლებში ვიდეომასალას თვეში ერთხელ გთავაზობთ.
რუბრიკის მორიგი ზარი ქალაქმუზეუმის სამაჟორიტარო ოლქის დეპუტატთან, თეიმურაზ ნადირაძესთან განხორციელდა. ნახეთ ვიდეო:



ქუთაისში სულ 10 სამაჟორიტარო ოლქია. შესაბამისად, 25 წევრიან საკრებულოში 10 მაჟორიტარი დეპუტატია.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქუთაისის საკრებულოში 10-ვე მაჟორიტარი დეპუტატი კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელია.

თეკლე მორგოშია
Print