ვიდეო
"აკაკის ქოხი" ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სადაც ყოფილ საბავშვო ბაღში დევნილები ცხოვრობენ, ყვავილებით მორთულ ეზოში პატარა ხის ქოხს შენიშნავთ.

ქოხი დევნილ ანზორ კობახიძეს ეკუთვნის, რომელიც საკუთარი ხელით, შეშისთვის ნაჩუქარი ხის მასალით ააწყო და სახელად “აკაკის ქოხი” უწოდა.

მას შემდეგ 12 წელია დევნილობაში მონატრებულ შინამურნეობის მიმართ სიყვარულსა და დანაკლისს ამ ქოხით ივსებს.

"ხის მასალა შეშისთვის მომცეს როგორც დევნილს და მე ქოხი ავაშენე, რადგან ძალიან მიყვარს", – გვიყვება 63 წლის ანზორ კობახიძე.

აფხაზეთიდან წამოყოლილი სიყვარული, რომელიც საკუთარი ხელით ლამაზად მორთულ ეზოსა და ხის ქოხში იყრის თავს, ახლა დასაკარგად ენანება.

კობახიძეების 11 სულიანმა ოჯახმა, ავტოქარხნის დასახლებაში 26 წელიანი ცხოვრებისა და ამდენივე წლიანი ლოდინის შემდეგ, აღმაშენებლის გამზრიზე ახალი ბინა მიიღო. ანზორ კობახიძე შიშობს, რომ დასახლებიდან მათი გადასვლის შემდეგ ქოხი განადგურდება, რომელსაც წლებია პატარა ბავშვივით უვლის.

"ძალიან მენანება ამ ქოხის დატოვება, აქ ვინ გააჩერებს, ალბათ დაწვავენ", – ამბობს ანზორი კობახიძე.




Print