ვიდეო
რა ხდება ქუთაისის ავტოინსპექტირების ცენტრებში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ავტომანქანები სავალდებულო ტექდათვალიერებას გადიან. ქალაქში სულ ტექდათვალიერების ოთხი ცენტრია.




ქალაქში მოქმედი ავტოინსპექტირების ცენტრების მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ქუთაისში ტექნიკური დათვალიერება, დაახლოებით, 3 0000მდე ავტომობილს აქვს გავლილი. აქედან ნახევარმა ავტოინსპექტირება ვერ გაიარა. 

2018 წლის იანვრიდან საქართველოში ყველა ავტოსატრანსორტო საშუალების ტესტირება სავალდებულო გახდა.

მანამდე ტექდათვალიერების ვალდებულება მხოლოდ რვა ადგილზე მეტი ტევადობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ჰქონდა, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილების მძღოლებიც ვალდებულნი არიან ავტომობილის გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდეთ. 

2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი გაივლის.
Print