ვიდეო
წნევის გაზომვა "ჩამოტარებით" (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ე.წ. მწავნე ბაზარში მოვაჭრეებს წნევის გაზომვის მომსახურებით ვახტანგ კუჭუხიძე 8 წელია ემსახურება.
ის გვიყვება, რომ მისი ბავშვობის ოცნება გამხდარიყო ექიმი, მხოლოდ ამით აიხდინა.

"მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე. წლების განმავლობაში სხვადასხვა საქმეზე თურქეთში ვმუშაობდი. ოჯახისთვის წნევის აპარატი შევიძინე და ვიფიქრე,  წნევის გაზომვა ჩემს ბიზნესად მექცია. წლებია უკვე მხოლოდ ამაზე ვმუშობ და ამით ვარჩენ ოჯახს", – გვიყვება ვახტანგი.

როგორც თავად ამბობს, წნევის პრობლემის მქონე მოვაჭრეებს მედიკამენტებითაც ამარაგებს.

მისთვის სამუშაო დღე 12:00 საათზე იწყება და ოთხ საათში სრულდება. ვახტანგი გვიყვება, რომ წნევის გასინჯვა პირველადი სამედიცინო დახმარება, რომელიც ყველას ყოველთვის სჭირდება. შესაბამისად, საქმეც და მცირეოდენი შემოსავალიც ყოველთვის ექნება. 

Print