ვიდეო
"მძიმეა სიტუაცია" - ზესტაფონის მაჟორიტარი თვითმმართველობას უპირისპირდება (ვიდეო)
გოგი ქავთარაძე ზესტაფონის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან შერიგებას გამორიცხავს.
ზესტაფონის მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობის მუშაობას იწუნებს. ზესტაფონელები ქალაქის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ.
ზესტაფონის საკრებულოს უმცირესობის წევრებს, ქალაქის განვითარების ხელისშემშლელ მიზეზად, ადგილობრივ მთავრობასა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის არსებული დაპირისპირება მიაჩნია.
გია თუთბერიძე დაპირისპირების მიზეზად დეპუტატთან დაახლოებულ კადრებს ასახელებს.
ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი ქავთარაძის განცხადებით, ის პრინციპების ერთგულია და  ზესტაფონის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარესთან შერიგებას გამორიცხავს. ნახეთ ვიდეოსიუჟეტი: 


დეა მანაგაძე
Print