ვიდეო
როგორ გამოიყურება ქუთაისი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე (ვიდეო)
FaceBook
როგორი მორთულია საახალწლოდ ქუთაისი, იგრძნობა თუ არა წინსაახალწლო განწყობა ქუჩებში, ნახეთ ქუთაისიპოსტის ვიდეო:



ქუთაისში საახალწლო სამზადისი ახალი წლის ღამემდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მორთვა წინა წლებთან შედარებით გვიან დაიწყო. დეკორაციების მონტაჟი მიმდინარე წლის 12 დეკემბერს დაიწყეს. 2016 წელს, საახალწლო მორთულობის მონტაჟი 3 დეკემბერს დაიწყო.

საახალწლოდ მორთული ქალაქი ბოლო წლებში ქუთაისელების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ქუთაისი გასულ წელს, ძირითადად, ძველი და ნაწილობრივ, ახალი განათებებით შეხვდა.

ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე დამონტაჟებული საახალწლო მორთულობის ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში 15 წლის წინ, აჭარის ავტონომიური მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნაძვის ხე იდგა. მთავარი ნაძვის ხე კი 11 წლის იყო. მიმდინარე წელს ცენტრალურ მოედანზე ძველი ნაძვის ხე დამონტაჟდა, ოღონდ ახალი დეკორაციებით. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში კი ძველი აღდგენილი ნაძვის ხე მოირთვება.

მიმდინარე წელს ახალი წლის შეხვედრა ქალაქის ბიუჯეტს 100 000 ლარი დაუჯდება. 
Print