ვიდეო
თერჯოლაში თეთრი მღვიმე გაიხსნა (ვიდეო)
FaceBook
თერჯოლაში, სოფელ ნავენახევში კარსტული მღვიმეს კეთილმოწყობა დასრულდა.  
შიდა ბილიკების მოწყობასა და განათებაზე, მღვიმის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნასა და საბავშვო მოედანზე ბიუჯეტიდან 980 000 ლარი დაიხარჯა. 

ნავენახევის მღვიმე ქუთაისიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. ის იმერეთის მღვიმეებიდან თეთრი ფერით გამოირჩევა. განსხვავებული ფორმისაა სტალაგმიტები, სტალაქტიტები და სტალაგნატები.

მღვიმის ინფრასტრუქტურის აღდგენა 2018 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნახევარი წლით გადავადდა. 

ნავენახევის მღვიმე 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო დაიკეტა.  

რით გამოირჩევა და რა ისტორია აქვს ნავენახევის მღვიმე, ვიდეოსიუჟეტში მოგითხრობთ:

Print